ბაიდენი დედოფლის დაკრძალვის ცერემონიაზე დასასწრებად ლონდონში ჩავიდა

გამოქვეყნდა:

აშშ-ის პრეზიდენტი, ჯო ბაიდენი ლონდონში ჩავიდა, რათა დედოფლის, ელისაბედ II-ის ხსოვნას პატივი მიაგოს. CNN წერს, რომ ვიზიტი ორდღიანი იქნება. 

ბაიდენი 500-მდე სახელმწიფოს მეთაურსა და უცხოელ მაღალჩინოსნებს შორისაა, რომლებიც ლონდონში, დედოფლის დაკრძალვაზე მიიწვიეს. კანადის, ავსტრალიისა და ახალი ზელანდიის პრემიერ-მინისტრები უკვე დიდ ბრიტანეთში იმყოფებიან.

კვირას ნაშუადღევს პრეზიდენტი და პირველი ლედი, ჯილ ბაიდენი პატივს მიაგებენ დედოფალს, რომელიც ვესტმინსტერის სსახლეშია დასვენებული, სანამ ხელს მოაწერენ სამძიმრის წიგნს და დაესწრებიან სტუმრად ლიდერების მიღებას, რომელსაც ბრიტანეთის ახალი მეფე, ჩარლზ III უმასპინძლებს.

შეგახსენებთ, რომ დიდმა ბრიტანეთმა დედოფლის დაკრძალვის ცერემონიაზე დასასწრებად არცერთი რუსი თანამდებობის პირი არ მიიწვია. 

ამავე თემაზე:

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი