
თურქეთის პრეზიდენტის, რეჯეფ თაიფ ერდოღანი 20 ოქტომბერს ყარაბაღში, ზანგელანის რეგიონს ეწვევა, სადაც აზერბაიჯანის პრეზიდენტთან, ილჰამ ალიევთან ერთად აეროპორტს გახსნის.
ამის შესახებ ოფიციალური ანკარის ლიდერმა ჟურნალისტებთან ისაუბრა და აზერბაიჯანსა და სომხეთს შორის რამდენიმე დღის წინ მომხდარი შეტაკებებიც შეაფასა.
თურქეთის პრეზიდენტის თქმით, აზერბაიჯანმა სომხეთის პროვოკაციების საპასუხოდ დაწყებული ოპერაცია დაასრულა და ახლა აუცილებელია, აზერბაიჯანს მხარდაჭერა გამოვუცხადოთ, რათა რეგიონში ვითარება დასტაბილურდეს.