
დღეს საქართველოს პრეზიდენტი, ლონდონში მსოფლიო ლიდერებთან ერთად, დიდი ბრიტანეთისა და ჩრდილოეთ ირლანდიის გაერთიანებული სამეფოს დედოფლის, ელისაბედ II-ის სამოქალაქო პანაშვიდსა და მიღებას დაესწრება, რომელიც მეფე ჩარლზ III-ის სახელით გაიმართება. ინფორმაციას პრეზიდენტის ადმინისტრაცია ავრცელებს.
ხვალ კი, დაკრძალვის სახელმწიფო ცერემონიასა და მიღებას დაესწრება, რომელიც დიდი ბრიტანეთისა და ჩრდილოეთ ირლანდიის გაერთიანებული სამეფოს საგარეო საქმეთა მდივნის სახელით გაიმართება.
სამუშაო ვიზიტის ფარგლებში, აგრეთვე დაგეგმილია საქართველოს პრეზიდენტის შეხვედრა დიდი ბრიტანეთისა და ჩრდილოეთ ირლანდიის გაერთიანებული სამეფოს პარლამენტის თემთა პალატის სპიკერთან.
შეგახსენებთ, რომ ელისაბედ II-ს 19 სექტემბერს დაკრძალავენ. ლონდონში დედოფლის ხსოვნისადმი პატივის მისაგეად მსოფლიოს ასობით ლიდერია ჩასული.
ამავე თემაზე:
სალომე ზურაბიშვილი ელისაბედ II-ის დაკრძალვის ცერემონიას დაესწრება