ვინ (არ) მიიწვიეს ელისაბედ II-ის დაკრძალვაზე

გამოქვეყნდა:

გაერთიანებული სამეფოს, ელისაბედ მეორის დაკრძალვა სამეფო ოჯახის წევრებისა და ბრიტანელი პოლიტიკოსებისთვის, ათწლეულობის განმავლობაში, ერთ-ერთი ყველაზე დიდი შეკრება იქნება.

მოსაწვევები გასულ შაბათ-კვირას 500-მდე სახელმწიფოს მეთაურსა და მაღალჩინოსანს მიუვიდა.

დაკრძალვას დაესწრებიან, დედოფლის ოჯახის წევრები, მეგობრები და კარისკაცები.

სტუმრების სია ჯერჯერობით დაუდასტურებელია, თუმცა სავარაუდოდ ცნობილია, ვინ იქნება და ვინ არ იქნება სტუმრების სიაში:

სამეფო ოჯახი

ცხადია, დაკრძალვას დედოფლის ახლო ოჯახის წევრები დაესწრებიან: მეფე ჩარლზი დედოფალ კონსორტთან, კამილასთან ერთად იქნება წარმოდგენილი. დაკრძალვას, ასევე, დაესწრება ელისაბედის კიდევ სამი შვილი: ენი, ენდრიუ, და ედვარდი, ასევე, მათი მეუღლეები - მათ შორის სარა ფერგიუსონი, ენდრიუს ყოფილი მეუღლე.

დაკრძალვაზე იქნებიან დედოფლის შვილიშვილები - პრინცი უილიამი, ჰარი, პრინცესები ბეატრისი და ევგენი, ზარა რინდალი, პიტერ ფილიპსი, ლედი ლუიზა უინძორი და ჯეიმსი, ვისკონტი სევერნი ისინი დაკრძალვას სავარაუდოდ, მეუღლეებთან ერთად დაესწრებიან. ჯერჯერობით უცნობია, დედოფლის 12 შვილთაშვილიდან რამდენი იქნება დაკრძაკვაზე.

სხვა სტუმრებთან ერთად მოსალოდნელია, რომ ცერემონიას დაესწრებიან პრინცესა დაიანას ძმა ერლ სპენსერი, დედოფლის ნათლული და უილიამისა და ჰარის ბიძა: კენტის პრინცი და პრინცესა, ასევე კენტის ჰერცოგი და ჰერცოგინია.

დედოფლის მეგობრები 

მოწვეული სტუმრების სათავეში იქნებიან ის ქალები, რომლებიც ათწლეულების განმავლობაში დედოფლის გვერდით იყვნენ.

მათ შორისაა ლედი სიუზან ჰუსეი, რომელმაც დედოფალთან მუშაობა 1960 წელს დაიწყო, ის ასევე პრინც უილიამის ნათლიაა. ის დედოფალს თან ახლდა პრინც ფილიპის დაკრძალვაზე 2021 წელს. ცერემონიას დაესწრება დეიმი მერი მორისონი, რომელიც დედოფლის გვერდით დაბრუნდა მას შემდეგა როცა 2018 წელს, 81 წლის ასაკში ფეხი მოიტეხა.

სტუმრების სიაში ასევე არის ანჯელა კელი, რომელიც დედოფალს 30 წლის განმავლობაში ემსახურებოდა, ის ელისაბედ მეორის პირადი ასისტენტი და როგორც ამბობენ, ახლო რწმუნებული იყო.

დედოფლის კიდევ ერთი მეგობარი, რომელიც დაკრძალვაზე ინება, მისი მრჩეველი ჯონ უორენია.

სერ ჯეკი სტიუარტი, ფორმულა 1-ის ყოფილი მსოფლიო ჩემპიონი, სიკვდილამდე დედოფალი ბალმორალში უნდა ენახა, დაკრძალვას, სავარაუდოდ, ისიც დაკრძალვას.

სერ დევიდ ატენბორო და დედოფალი კი რამდენიმე კვირის ინტერვალით დაიბადნენ, და ისინი ერთად ბევრჯერ მუშაობდნენ.

ევროპული სამეფო ოჯახები

დაკრძალვის ცერემონიაზე ასევე ელიან მთელი ევროპიდან სამეფო ოჯახის წევრებს, რომელთაგან ბევრი დედოფლის ნათესავი იყო.

ბელგიის მეფე ფილიპმა და დედოფალმა მატილდამ დაადასტურეს, რომ დაკრძალვაზე იქნებიან, ისევე როგორც ნიდერლანდების მეფე ვილემ-ალექსანდრე და მისი მეუღლე, დედოფალი მაქსიმა, დედასთან, ჰოლანდიის ყოფილ დედოფალ პრინცესა ბეატრიქსთან ერთად.

მოწვევა მიიღეს ესპანეთის მეფე ფელიპემ და დედოფალმა ლეტიციამ, ისევე როგორც ნორვეგიის, შვედეთის, დანიისა და მონაკოს სამეფო ოჯახებმა.

თანამეგობრობის ლიდერები

მოსალოდნელია, რომ დაკრძალვას დაესწრებიან თანამეგობრობის ლიდერები, რომელსაც დედოფალი მთელი თავისი მეფობის განმავლობაში ხელმძღვანელობდა.

მოწვევა მიიღო ავსტრალიის პრემიერმინისტრმა ენტონი ალბანესმა, ასევე, ახალი ზელანდიის პრემიერმინისტრმა ჯასინდა არდერნმა და კანადის პრემიერმინისტრმა ჯასტინ ტრუდომ.

გარდა ამისა, მოწვევები მიიღეს, ბანგლადეშის პრემიერმა და შრი-ლანკას პრეზიდენტმა. ინდოეთიდან ცერემონიას პრეზიდენტი დრუპადი მურმუ დაესწრება.

მსოფლიოს სხვა ლიდერები

დედოფლის დაკრძალვას დაესწრებიან ამერიკის პრეზიდენტი და პირველი ლედი, ჯო და ბილ ბაიდენები. ისინი დიდ ბრიტანეთში დღეს ჩავიდნენ.

მსოფლიო ლიდერები, რომლებმაც მოწვევები მიიღეს, არიან ირლანდიელი ტაოსი მიხეალ მარტინი, გერმანიის პრეზიდენტი ფრანკ-ვალტერ შტაინმაიერი, იტალიის პრეზიდენტი სერჯო მატარელა და საფრანგეთის პრეზიდენტი ემანუელ მაკრონი.

მოწვევა მიიღო ჩინეთის პრეზიდენტმა სი ძინპანმაც, თუმცა გადაწყვეტილება ზოგიერთმა დეპუტატმა გააკრიტიკა. საპარლამენტო წყაროების თანახმად,  ჩინელ ოფიციალურ პირებს, ვესტმინსტერის სასახლეში დედოფლისადმი პატივის მისაგებად  დარბაზში დასწრება აეკრძალათ. შაბათს, ჩინეთის მთავრობამ დაადასტურა, რომ დაკრძალვას ვიცე-პრეზიდენტი დაესწრება.

ცერემონიაზე მიწვეულია საუდის არაბეთის მემკვიდრე პრინცი - და დე ფაქტო მმართველი - მოჰამედ ბინ სალმანი. საუდის არაბეთის საელჩომ ლონდონში დაადასტურა, რომ ის დიდ ბრიტანეთს ამ შაბათ-კვირას ეწვევა.

წყაროების ინფორმაციით, ირანის ისლამური რესპუბლიკა, რომელიც დიდი ხანია საერთაშორისო სანქციების ქვეშაა, დაკრძალვაზე წარმოდგენილი იქნება მხოლოდ ელჩების დონეზე.

არ დაუპატიჟებიათ

BBC-ის ინფორმაციით, წარმომადგენლები სირიიდან, ვენესუელადან და ავღანეთიდან დედოფლის დაკრძალვაზე არ მიუწვევიათ. დიდ ბრიტანეთს ამ ქვეყნებთან დიპლომატიური ურთიერთიბა არ აქვს.

ცერემონიაზე ასევე არავინ მიუწვევიათ რუსეთიდან, ბელარუსიდან და მიანმარიდან. 

ბრიტანეთსა და რუსეთს შორის დიპლომატიური ურთიერთიბები მას შემდეგ დაზიანდა, რაც რუსეთი უკრაინაში შეიჭრა. პუტინის პრესსპიკერმა თქვა, რომ რუსეთის პრეზიდენტი დაკრძალვაზე დასწრებას "არ განიხილავდა".

რაც შეეხება ბელარუსს, უკრაინაში შეჭრა, ნაწილობრივ ბელორუსის ტერიტორიიდან დაიწყო, ხოლო გასული წლის სამხედრო გადატრიალების შემდეგ, დიდმა ბრიტანეთმა მნიშვნელოვნად შეამცირა თავისი დიპლომატიური წარმომადგენლობა მიანმარში.

ცერემონიაზე ასევე მიწვეული არ არიან ჩრდილოეთ კორეისა და ნიკარაგუას ლიდერები, მოსაწვევი მხოლოდ მათი ქვეყნების ელჩების დონეზე გაიგზავნა.

მასალა მომზადებულია BBC-ის სტატიის მიხედვით

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი