ეს არის არასწორი ინფორმაცია - "ოცნება" კონგრესის კანონპროექტში ჩამატებულ განმარტებებზე

გამოქვეყნდა:

ოპოზიციის ლობისტური საქმიანობის შედეგი - ასე აფასებენ  "ქართულ ოცნებაში" ვაშინგტონის მითითებებსა და გზავნილებს. მმართველი პარტიის წევრების მტკიცებით, ყველაფერი ოპოზიციამ მოიგონა.

აშშ-ს კონგრესი კი კანონპროექტს მნიშვნელოვან ფორმულირებას ამატებს. ვაშინგტონი პირდაპირ მიუთითებს, რომ საქართველოში ოლიგარქიის მმართველობა უნდა შეიზღუდოს, რათა საქართველომ 132 მილიონიანი დახმარება მიიღოს სრულად და არ გაიყინოს მისი 15%. სახელმწიფო მდივანმა უნდა განსაზღვროს და საბიუჯეტო კომიტეტს მოახსენოს, რომ საქართველოს ხელისუფლება იცავს მედიის დამოუკიდებლობას, სამოქალაქო საზოგადოებისა და ოპოზიციური პოლიტიკური პარტიების უფლებებს და ზღუდავს ოლიგარქების არაფორმალურ გავლენას როგორც ხელისუფლების ფუნქციებზე, ასევე კანონებისა და რეგულაციების გამოყენებაზე.

საგარეო საქმეთა მინისტრის, დავით ზალკალიანის თქმით, ოპოზიცია ცდილობდა, რომ აშშ-ს კონგრესის ჩანაწერებში მართლაც შესულიყო მსგავსი ჩანაწერი, თუმცა მმართველი გუნდი საპირისპიროს სულ მალე დაამტკიცებს.

ეს არის არასწორი ინფორმაცია, ტყუილი... იყო მცდელობა, რომ კანონპროექტში შესულიყო, მაგრამ არ შევიდა კანონპროექტში და არის რეპორტში, - ამბობს ზალკალიანი.

სოფლის მეურნეობის მინისტრი ლევან დავითაშვილი კი აღნიშნავს, რომ მას არ აქვს არავითარი მიზეზი, რომ არ დაეთანხმოს ქვეყნის მთავარ დიპლომატს.

ეს იყო ინფორმაციის არასწორი ინტერპრეტაცია. ეს არ იყო არც კანონპროექტში კონკრეტული ჩანაწერი და ჩვენ პარტნიორებისგან გვესმის ძალიან მკაფიოდ მხარდაჭერის ისეთი მესიჯები, რომლებიც, ფაქტიურად, არასოდეს არ ყოფილა, - განმარტავს დავითაშვილი. 

პროტესტი გმირთა მოედანზე | "მთავარი არხის" საგანგებო ეთერი
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი