
ჩიკაგოს საბჭომ კვლევა გამოაქვეყნა, რომლის თანახმადაც, შეერთებულ შტატებში პარტიული წარმომადგენლობის უმრავლესობა მხარს უჭერს NATO-ში ახალი წევრების მიღებას, იმ შემთხვევაშიც კი თუ ეს ნიშნავს, რომ NATO-ს წევრ ქვეყნებს შესაძლოა, რუსული აგრესიისგან მათი დაცვა მოუწიოს.
ფინეთსა და შვედეთს 76%-იანი მხარდაჭერა აქვთ. მათ NATO-ში გაწევრიანებას აშშ-ის კონგრესმა 2022 წლის აგვისტოში მხარი დაუჭირა. 73% NATO-ში უკრაინის გაწევრიანებას ემხრობა, ხოლო ორ მესამედ (67%) იგივე პოზიცია აქვს საქართველოზე.
კვლევის თანახმად, ალიანში ახალი წევრის მიღებას უფრო დემოკრატები უჭერენ მხარს, ვიდრე რესპუბლიკელი ან დამოუკიდებელი ამომრჩევლები.
კითხვაზე, ემხრობით თუ არა NATO-ში ჩამოთვლილი ქვეყნების გაწევრიანებას, მაშინაც კი თუ NATO-ს წევრ ქვეყნებს მათი დაცვა მომავალში რუსული პოტენციური აგრესიისგან მოუწევთ, პასუხები ასე გადანაწილდა:
ჩიკაგოს საბჭოს გამოკითხვა 2022 წლის 15 ივლისიდან 1 აგვისტოს პერიოდში Ipsos-ის მიერ მისი ფართომასშტაბიანი ონლაინ კვლევის პანელის, KnowledgePanel-ის გამოყენებით ჩატარდა. ინგლისურ და ესპანურ ენებზე გამოიკითხა 3 106 18 წლის და უფროსი ასაკის ადამიანი. შერჩევის ცდომილების ზღვარი სრული ნიმუშისთვის +/- 1,8 პროცენტია.