"მშვიდობა მაშინ გახდება შესაძლებელი, როცა იარაღს დადებენ და დიალოგს დაიწყებენ" | რომის პაპი სომხეთ-აზერბაიჯანის კონფლიქტზე

გამოქვეყნდა:

რომის პაპი სომხეთსა და აზერბაიჯანს ცეცხლის შეწყვეტის შესახებ შეთანხმების შესრულებისკენ მოუწოდებს. პაპმა ფრანცისკემ დიალოგის მნიშვნელობას გაუსვა ხაზი.

„ძალიან შოკირებული ვარ აზერბაიჯანსა და სომხეთს შორის ბოლოდროინდელი შეტაკებების გამო. ჩემს სულიერ სიახლოვეს გამოვხატავ გარდაცვლილთა ნათესავებთან და მოვუწოდებ მხარეებს პატივი სცენ ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმებას. მშვიდობა მაშინ გახდება შესაძლებელი, როცა იარაღს დადებენ და დიალოგს დაიწყებენ“, - განაცხადა რომის პაპმა.

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი