მასობრივი სამარხები და ნაწამები ადამიანები ხარკოვში | როგორია ცხოვრება ომში - ინტერვიუ ირაკლი ჩხვირკიასთან

გამოქვეყნდა:

ახლა კი უკრაინაში გადავინაცვლოთ, სადაც ხარკოვის ოლქის სრულად გათავისუფლებამ რუსეთის არმიის საომარი დანაშაულებების სრულიად ახალი ეპიზოდი გამოააშკარავა. ჯერ დასკვნები ნაადრევია, მასობრივი სამარხების გახსნა ამ წუთებშიც გრძელდება.

რუსების მიერ დახვრეტილ და ნაწამებ ადამაინებს შორის არიან 6 წლის ბავშვებიც და ქალებიც. მაგრამ რაც უკვე ზედაპირზე დევს, აშკარაა რომ ეს არის ბუჩასა და ირპენზე კიდევ უფრო მძიმე კატეგორიის დანაშაული.

ევროკომისია პირდაპირ ტრიბუნალს ითხოვს, ორგანიზაციის პრეზიდენტი კი უკვე დიპლომატიური მიკიბ-მოკიბვის გარეშე ამბობს, რომ პუტინმა საომარი დანაშაულისთვის უნდა აგოს პასუხი.

ირაკლი ჩხვირკია - საინფორმაციო სააგენტო ალფა ნიუს ჯის დამფუძნებელი რამდენიმე თვეა უკრაინაში რუსულ ოკუპაციას აშუქებს. 

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი