ჩინეთში ავტობუსი, რომელსაც კოვიდინფიცირებულები გადაჰყავდა, ავარიაში მოყვა | დაიღუპა 27

გამოქვეყნდა:

ჩინეთში ავტობუსი, რომელსაც კოვიდინფიცირებულები საკარანტინე სივრცეში გადაჰყავდა, ავარიაში მოყვა. შემთხვევის შედეგად 27 ადამიანი დაიღუპა, კიდევ 20 კი დაშავდა.

ავტოსაგზაო შემთხვევა კვირას დილით მოხდა, მიზეზი უცნობია.

ჩინეთში ნულოვანი კოვიდის წესი არსებობს, რაც მასობრივ ტესტირებასა და მონიტორინგს გულისხმობს. კოვიდდადებითებსა და მათ ახლო კონტაქტებს სახლში იზოლაციის უფლება არ აქვთ, ისინი სპეციალურ დაწესებულებაში უნდა გადავიდნენ.

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი