"მისი უსაფუძვლო და უსამართლო ბრალდებები მიუღებელია... ის პროსომეხი პოლიტიკოსია" | აზერბაიჯანის საგარეო პელოსიზე

გამოქვეყნდა:

შეერთებული შტატების წარმომადგენელთა პალატის სპიკერის, ნენსი პელოსის სიტყვებს, რომელმაც მკაცრად დაგმო აზერბაიჯანის მიერ სომხეთის საზღვარზე "უკანონო და სასიკვდილო" თავდასხმები, აზერბაიჯანის საგარეო საქმეთა სამინისტრო ეხმაურება. 

"ღრმად სამწუხაროა შეერთებული შტატების წარმომადგენელთა პალატის სპიკერის, ნენსი პელოსის მიერ 2022 წლის 18 სექტემბერს, სომხეთში ვიზიტისას გაკეთებული განცხადება, რომელიც რეგიონში არსებულ მდგომარეობას ამახინჯებს. პელოსის მიერ აზერბაიჯანის წინააღმდეგ წაყენებული უსაფუძვლო და უსამართლო ბრალდებები მიუღებელია" - წერს უწყება. 

მათივე ცნობით, "ნენსი პელოსი ცნობილია როგორც პროსომეხი პოლიტიკოსი და ამის დადასტურებაა ის, რომ 
სომხეთში მის დელეგაციაში კონგრესის პროსომეხი წევრები არიან". 

იხილეთ ასევე:

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი