
ცნობილი ამერიკელი მსახიობი და რეჟისორი ვუდი ალენი 86 წლის ასაკში პენსიაზე გასვლის შესახებ აცხადებს. ინფორმაციას NBCnews ავრცელებს.
გამოცემა წერს, რომ ამის შესახებ რეჟისორმა ევროპაში, რიგით 50-ე ფილმის გადაღებებისას ერთ-ერთ ესპანურ გაზეთს უთხრა. მისი თქმით გეგმავს, რომ "თავი დააღწიოს ფილმების გადაღებას და მეტი დრო დაუთმოს წერას".