რუსეთმა საჰაერო სისტემები პეტერბურგიდან უკრაინაში გადაისროლა - ფინური გამოცემა

გამოქვეყნდა:

რუსეთმა უკრაინაში სანქტ-პეტერბურგის მახლობლად დისლოცირებული საჰაერო თავდაცვის სისტემები და საზენიტო რაკეტები გადაისროლა. ამის შესახებ ფინური გამოცემა Yle.ft სატელიტურ ფოტოებზე დაყრდნობით წერს და ასკვნის, რომ ზაფხულის შემდეგ ერთ-ერთი ბაზიდან გაქრა, როგორც მობილური საცეცხლე პლატფორმები, ისე რაკეტები.

სამხედრო ექსპერტი მარკო ეკლუნდიმ, რომელმაც გამოცემის თხოვნით გააანალიზა სატელიტური სურათები, განაცხადა, რომ ტექნიკა 4 ბაზიდან გაუჩინარდა. გარდა ამისა, ზაფხულის განმავლობაში სანქტ-პეტერბურგის გარშემო არსებული სხვა ბაზებიდან, დიდი ალბათობით, უკრაინის მიმართულებით გადაიტანეს საზენიტო-სარაკეტო აღჭურვილობა.

მისი თქმით, რუსეთისთვის უკრაინაში ნებისმიერი, მათ შორის ძველი საზენიტო რაკეტებიც მნიშვნელოვანია, რადგან კრემლს აშკარად არ ყოფნის თანამედროვე   მაღალი სიზუსტის იარაღი.

 

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი