ბათუმის საავტორო კინოს ფესტივალი გაიხსნა - BIAFF წელს მერიამ და აჭარის კულტურის სამინისტრომ არ დააფინანსა

გამოქვეყნდა:

ბათუმის საერთაშორისო კინოფესტივალის 17-ე სეზონი გაიხსნა. BIAFF-ის ორგანიზატორებმა ფინანსების მოძიება შეძლეს.

წელს პირველი შემთხვევაა ბათუმის კინოფესტივალი ისტორიის მანძილზე, როცა ფესტივალის მხარდამჭერების სიას გამოაკლდა ყველა სამთავრობო სტრუქტურა  - საქართველოს კულტურის სამინისტრო, საქართველოს ეროვნული კინოცენტრი, აჭარის კულტურის სამინისტრო, ბათუმის მერია.

კინოფესტივალზე წელს უკრაინის თემატიკა იქნება აქტუალური. ასევე, ორი ახალი ქართული ფილმის პერემიერაა დაგეგმილი.

 წარმოდგენილი იქნება მხატვრული, დოკუმენტური და მოკლემეტრაჟიანი ფილმები, ხოლო მათგან რჩეულებს, საერთაშორისო ჟიური გამოავლენს. 

მთავარი 18:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი