დაუშვებელია ქვეცნობიერზე ზემოქმედება - პარლამენტი მაუწყებლობის შესახებ კანონში შესატან ცვლილებებს განიხილავს

გამოქვეყნდა:

ხელისუფლება მედიას ახალ რეგულაციებს უწესებს. მაუწყებლობის შესახებ კანონში შესატან ცვლილებებს უმრავლესობის მიერ მიერ ინიცირებული ცვლილებების დაკანონების შემთხვევაში კრიტიკული მედიის თავისუფლება მნიშვნელოვნად იზღუდება .

ოპოზიციას და არასამთავრობო ორგანიზების ეჭვი აქვთ, რომ კანონპროექტს ხელისუფლება მედიაზე ფინანსური წნეხისთვის გამოიყენებს, რადგან, "ოცნების" მიერ ინიცირებული ცვლილებების მიხედვით, მარეგულირებლის მიერ ტელევიზიის დასანქცირების შემთხვევაში, ჩნდება აღსრულების უფლება. წინა ჩანაწერისგან განსხვავებით, თუ მედიას შეეძლო სასამართლოში გაესაჩივრებინა სანქცია და ამ პერიოდის განმავლობაში, ჯარიმა არ გადაეხადა, ახალი რეგულაციის შემდეგ, მედიას ვალდებულება უჩნდება დაკისრებული ჯარიმა, სასამართლოს გადაწყვეტილებამდე გადაიხადოს.

პარლამენტში მაუწყებლის შესახებ კანონში შესატან ცვლილებებს დღეს განიხილავენ. სხდომას საპარლამენტო უმრავლესობა, ოპოზიცია, არასამთავრობო ორგანიზაციები და მედიამენეჯერები ესწრებიან. ინიციატივა "ქართულ ოცნებას" ეკუთვნის.

ცვლილებების თანახმად, 55.1 მუხლს უნდა დაემატოს 55.2 მუხლი და ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

მუხლი 552 . სიძულვილის ენის და ტერორიზმისკენ მოწოდების შემცველი პროგრამისა და რეკლამის აკრძალვა

  1.  იკრძალება ისეთი პროგრამის ან რეკლამის გავრცელება რომელიც შეიცავს პირის ან ჯგუფის მიმართ შეზღუდული შესაძლებლობის, ეთნიკური, სოციალური წარმომავლობის, გენდერის, სქესის, გენდერული მიკუთვნების, ეროვნების, რასის, რელიგიის ან რწმენის, სექსუალური ორიენტაციის, კანის ფერის, გენეტიკური მახასიათებლების, ენის, პოლიტიკური ან სხვა შეხედულების, ეროვნული უმცირესობის წევრობის, ქონების, დაბადების ან ასაკის ნიშნით ძალადობის ან ზიზღის წაქეზებას, გარდა იმ შემთხვევისა, როდესაც ეს აუცილებელია პროგრამის შინაარსიდან გამომდინარე.
  2. იკრძალება ისეთი პროგრამის ან რეკლამის გავრცელება, რომელიც შეიცავს ტერორიზმისკენ მოწოდებას. 

გარდა ამისა, 52-ე მუხლს ემატება ჩანაწერი პასუხის უფლების შესახებ, რაც გულისხმობს:

  1. დაინტერესებულ პირს, ვისი კანონიერი ინტერესებიც შეილახა მაუწყებლის პროგრამაში არასწორი ფაქტების გადაცემით, აქვს პასუხის უფლება ამ მუხლით დადგენილი წესით.
  2. დაინტერესებულ პირს საწყისი განცხადების გაკეთებიდან, მათ შორის, ფაქტის მოყვანიდან, 10 დღის ვადაში უფლება აქვს მოსთხოვოს შესაბამის მაუწყებელს საწყის განცხადებაში მოცემული მცდარი ფაქტის თანაზომადი საშუალებებითა და ფორმით შესწორება ან უარყოფა საწყისი განცხადების ხანგრძლივობით და დაახლოებით იმ დროს, როდესაც გაკეთდა საწყისი განცხადება.
  3. შესწორების ან უარყოფის მოთხოვნის უფლება არ არსებობს, თუ: ა) შესწორების ან უარყოფის მოთხოვნა არ წარდგენილა საწყისი განცხადების გაკეთებიდან 10 დღის ვადაში; ბ) საწყისი განცხადება ეხება პირთა განუსაზღვრელ წრეს ან მომჩივანი არ არის განცხადებაში ერთმნიშვნელოვნად იდენტიფიცირებული პირი; გ) შესწორებას ან უარყოფას პირდაპირი კავშირი არ აქვს საწყის განცხადებასთან ან მისი ზომა, ფორმა და შინაარსი სცდება იმ ფარგლებს, რომლებიც აუცილებელია საწყის განცხადებაში მოყვანილი ფაქტის თანაზომადი საშუალებებითა და ფორმით შესწორებისთვის ან უარყოფისთვის, ან თუ ხდება საწყის განცხადებაში გამოთქმული აზრის და არა ფაქტის შესწორება ან უარყოფა; დ) შესწორება ან უარყოფა შეიცავს ცილისწამებას, გამოიწვევს მაუწყებლის სამოქალაქოპასუხისმგებლობას, შეიცავს ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ან დანაშაულის ნიშნებს ან უხამსობას. ე) შესწორება ან უარყოფა უსაფუძვლოდ ეხება მესამე პირს; ვ) მომჩივანი ვერ ასაბუთებს თავის კანონიერ ინტერესს.
  4. საწყის განცხადებაში მოცემული მცდარი ფაქტის თანაზომადი საშუალებებითა და ფორმითშესწორებაზე ან უარყოფაზე მაუწყებლის უარი შეიძლება გასაჩივრდეს კომისიაში ან სასამართლოში.

ასევე, კანონპტროექტის თანახმად დაუშვებელია ქვეცნობიერზე ზემოქმედება: 

"მედია მომსახურების მიმწოდებლებს ეკრძალებათ ისეთი პროგრამის ან რეკლამის გადაცემა, რომელსაც შეუძლია ტექნიკური აუდიო- ან ვიზუალური მონტაჟის საშუალებით დროის უმცირეს მონაკვეთში ან სხვაგვარად გადასცეს ინფორმაცია ან მსმენელის ან მაყურებლის ქვეცნობიერზე ზემოქმედებით გავლენა მოახდინოს მათ აზრებზე ისე, რომ მათ ნაწილობრივ ან სრულად არ ჰქონდეთგაცნობიერებული ეს გავლენა", - წერია კანონპროექტში.

 

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი