
"დროას" ლიდერმა, ელენე ხოშტარიამ უკანონო მოსმენებთან დაკავშირებით ბრიფინგი გამართა და თქვა, რომ მოსმენების მასშტაბი ადამიანის თავისუფლებასა და უსაფრთხოებასთან ერთად სახელმწიფოსთვისაც დამანგრეველია.
ხოშტარიას გამოძიების არ სჯერა და მოუწოდებს ოპოზიციას, ნუ ითანამშრომლებს ხელისუფლებასთან.
"ჩვენ ვნახეთ მასშტაბი, რომელიც მართლაც წარმოუდგენელია გარყვნილების თვალსაზრისით, რომელიც ანგრევს საერთოდ ადამიანის, მოქალაქის, თავისუფლებას, მშვიდობას, უსაფრთხოებას ჩვენ ქვეყანაში, ასევე, ანგრევს სახელმწიფო ინსტიტუტებს და სახელმწიფოს. ამ სუს-ის თავი ლილუაშვილი, თავის დროზე გომელაური და მთავარი - ბიძინა ივანიშვილი აუცილებლად უნდა დაისაჯონ მსგავსი ქმედებებისთვის", - თქვა ელენე ხოშტარიამ.
ხოშტარია ამბობს, რომ სისტემასთან ბრძოლის ერთადერთი გამოსავალი დეოლიგარქიზაციაა.