
კატერინა პოლეშუკის, მეტსახელად მომღერალი ჩიტის ინტერვიუს ნაწილი ტელეგრამ არხებზე გავრცელდა. იგი აზოვსტალის ქარხანაში, დაჭრილ სამხედროებს სამედიცინო დახმარებას უწევდა. პოლეშუკი იმ ვიდეოებით გახდა ცნობილი, რომელიც აზოვსტალიდან ვრცელდება და სადაც ის მღეროდა.
პოლეშუკი ამჟამად რუსების ტყვეობაში, სავარაუდოდ ოკუპირებულ დონეცკში იმყოფება. ინტერვიუც სავარაუდოდ იქაა ჩაწერილი ადგილობრივ ტელეარხთან.
"ვფიქრობ, რომ ჩემი ექთნად მუშაობა უფრო საჭიროა. ჯარში მზარეულად არ წავედი, რადგან ცუდი მზარეული ვარ. არც მსროლელი ვიყავი და არც არტილერისტი. ყველაზე დიდი სამუშაო როგორც მედიკოსმა შევასრულე. მხოლოდ იმაზე ვნერვიულობ, რომ ერთ ერთ ვიდეოში ვილანძღებოდი. დედასთან ამის გამო ძალიან მრცხვენია. მარიუპოლში დაბრუნების შანსი რომ მქონდეს, ისევ დავბრუნდებოდი." ამბობს პოლეშუკი.
როდისაა ეს ინტერვიუ ჩაწერილი, უცნობია. ასევე უცნობია ისევ ოკუპირებულ დონეცკშია თუ არა პოლეშუკი და რა მდგომარეობაშია ის.