ხერსონის ოლქის დასავლეთ ნაწილში, რუსი ოკუპანტები ცდილობენ თავიდან აიცილონ ქაოტური გაქცევა - ISW

გამოქვეყნდა:

ხერსონის ოლქის დასავლეთ ნაწილში, რუსი ოკუპანტები, სავარაუდოდ, ცდილობენ თავიანთი ძალების უფრო კონტროლირებად გაყვანას, რათა თავიდან აიცილონ ქაოტური გაქცევა, როგორიც იყო ხარკოვის რეგიონში - იტყობინება ომის შესწავლის ამერიკული ინსტიტუტი [ISW].

ამერიკელი ანალიტიკოსები აღნიშნავენ, რომ ბოლო რამდენიმე თვის განმავლობაში მტერმა საგრძნობლად გააძლიერა ხერსონის რეგიონის დასავლეთი ნაწილი.

"უკრაინის კონტრშეტევა ხერსონის რეგიონში მაინც წინ მიიწევს და რუსეთის ჯარები, როგორც ჩანს, ცდილობენ შეაკავონ და უკან დაიხიონ უფრო დაცულ პოზიციებზე, ნაცვლად იმისა, რომ შეაჩერონ ან უკან დააბრუნონ“, - აცხადებენ ანალიტიკოსები.

მათივე მონაცემებით, უკრაინელი დამცველების უწყვეტი თავდასხმები მტრის სახმელეთო საკომუნიკაციო ხაზებზე, მდინარე დნეპროს გავლით, ხერსონის ოლქის დასავლეთ ნაწილამდე, სულ უფრო მეტად აისახება რუსეთის მარაგებზე. არსებობს ინფორმაცია, რომ ოკუპირებულ ხერსონში არ არის საკმარისი წყალი და საკვები.

ISW თვლის, რომ თუ უკრაინელი ჯარისკაცები გააგრძელებენ მტრის სახმელეთო საკომუნიკაციო ხაზების ბლოკირებასა და წინსვლას, შემდეგ კვირებში ისინი შეძლებენ კონტროლის დაბრუნებას ხერსონის რეგიონის დასავლეთით, უმეტეს ნაწილზე.
 

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი