პოლიტიკური კორუფცია თუ თავისუფალი ბიზნესი - შეფასებები "გამჭვირვალობის" კვლევაზე

გამოქვეყნდა:

პოლიტიკური კორუფციის კლასიკური მაგალითი, როდესაც მთავრობა თავის შემომწირველებს ასეულობით მილიონ ლარს ბიუჯეტიდან უბრუნებს - ასე აფასებენ ოპოზიციაში პარტიათა დაფინანსების შესახებ "საერთაშორისო გამჭვირვალობა - საქართველოს" გამოქვეყნებული კვლევის შედეგებს. მმართველი გუნდი კი ქართული ოცნების შემომწირველებსითვის გადახდილ თანხებს სხვაგვარად ხსნის. 

ოპოზიცია მიიჩნევს, რომ სახეზეა პოლიტიკური კორუფცია და სქემა ასეთია: ხალხის ფული ჯერ ოცნების შემომწირველთა ჯიბეში მიდის, შემდეგ კი ე.წ. "ატკატების" სახით "ოცნებას" უბრუნდება. 

სქემები, რაზეც მათი ყოფილი წარმომადგენლებიც საუბრობენ, არის სქემები, რომლის გარეშეც არც ერთი ნაბიჯი არ იდგმება "ოცნების" მმართველობის ქვეშ მყოფ სტრუქტურებში. ეს არის პოლიტიკური კორუფცია, კორუფცია ხალხის ხარჯზე, - ამბობს "ნაციონალური მოძრაობის" პოლიტსაბჭოს წევრი ზურაბ მელიქიშვილი. 

"ევროპული საქართველოს" წარმომადგენელი სერგი კაპანაძე საუბრობს "ჭიათურ მანგანუმში" არსებული სქემის შესახებ. 

აქ ორი ნაწილია, მაგალითად, "ჭიათურ მანგანუმში" რა სქემაც არის, როდესაც ფული პირდაპირ მიდის ქართული ოცნების ყულაბაში და მეორე გზაა, რომელშიც ძალიან დაოსტატდნენ ბოლო ხანებში, როდესაც სახელმწიფო ტენდერებს იგებენ კომპანიები, რომლებიც მერე ამ ფულს წირავენ "ქართულ ოცნებას". ანუ რეალურად, გადასახადის გადამხდელების ფული მიდის "ოცნების" ყულაბაში და ამით არის განპირობებული ის, რომ შემოწირულობები რიცხობრივად ყველაზე დიდია, - ამბობს კაპანაძე. 

პოლიტიკურ მოძრაობა "ლელოს" აღმასრულებელი მდივანი ბადრი ჯაფარიძე ვარაუდობს, რომ ნებისმიერ კონტრაქტს, რომელიც სახელმწიფო რომელიმე კომპანიას აძლევს, ამ კონტრაქტს მიჰყვება ვალდებულება, რომ შემდეგ თანხები "ქართულ ოცნებას" შესწიროს. 

"საერთაშორისო გამჭვირვალობის" კვლევაში გამოქვეყნებული ინფორმაცია მთავრობის წევრებისთვის საეჭვო გამოდგა, იმის მიუხედავად, რომ კვლევა თავად საჯარო სტრუქტურების გამოქვეყნებულ მონაცემებს ეყრდნობა. ხოლო ფაქტს, რომელიც ბიზნესის უმეტესი ნაწილი სწორედ მმართველ გუნდს სწირავს თანხას, საკუთარი კარგი მმართველობის დამამტკიცებლად მიაჩნიათ. 

განსხვავება იმაშია, რომ ქართულმა ოცნებამ ბიზნესი მთლიანად გაათავისუფლა სახელმწიფლებო და პარტიული ზეწოლისგან, ამიტომ გასაკვირი არ არის, რომ ბიზნესმა კარგად დაინახა, სადა არის თავისუფლება და სად იყო ტერორი. ამიტომ, არ გაგიკვირდეთ, რომ ბიზნესმენები, რომლებიც წლების განმავლობაში იყვნენ ტერორის ქვეშ, მათ დააფინანსონ ის პარტია, რომელმაც შექმნა ისეთი თავისუფალი ბიზნეს გარემო, - აცხადებს თავდაცვის და უშიშროების კომიტეტის წევრი ირაკლი სესიაშვილი.

იურიდიული კომიტეტის წევრი ანრი ოხანაშვილი კი აცხადებს, რომ ამ ფაქტის დასადასტურებლად საჭიროა ერთი კონკრეტულის ფაქტის წარმოდგენა, რომ ვინმემ "ქართულ ოცნებას" არანებაყოფლობით შესწირა თანდა და ამტკიცებს, რომ ასეთი ერთი ფაქტიც კი არ არსებობს.  

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი