
უკრაინელმა სამხედროებმა რუსი ჯარისკაცების მიერ დაწერილი განცხადებები იპოვეს, სადაც რუსი სამხედროები ბრძოლაზე და მეთაურების დავალებების შესრულებაზე უარს აცხადებენ.
ვიდეო UNIAN-ის ტელეგრამ არხზე ვრცელდება.
"რუსი ჯარისკაცების მიერ დაწერილი განცხადებები ვიპოვეთ, რომელშიც ისინი ბრძოლაზე უარს ამბობენ. აქ ყველაფერი დეტალურადაა აღწერილი. ცნობილია ამ ჯარისკაცების სახელი და გვარები, რაზმისა და ბატალიონის ნომრები. რამდენიმე ასეული ასეთი განცხადება ვიპოვეთ, რუსები ბრძოლაზე უარს ამბობენ", - ამბობს უკრაინელი სამხედრო.