
პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილი აშშ-ს ელჩის, კელი დეგნანის განცხადებას ეხმაურება, ე.წ. წასულ ოთხეულთან დაკავშირებით და ამბობს, რომ თუ დიპლომატს რამე შეკითხვები აქვს, შეუძლია შეხვდეს მათ და თავად დაუსვას:
"ვერ ვხვდები აქ რა შუაშია „ქართული ოცნების“ შემოტანა. თუ არსებობს გარკვეული კითხვები ჩვენი ყოფილი კოლეგების განცხადებებზე, ელჩს აქვს შესაძლებლობა თავისუფლად შეხვდეს და თუ რაიმე კითხვები აქვთ ესაუბროს. ისინი არ გახლავან „ქართული ოცნების“ გუნდის წევრები, შესაბამისად ჩვენ მათ პოზიციაზე ვერ გვექნება პასუხისმგებლობა. თუ არსებობს კითხვა მათ უნდა მიმართოს, ჩვენ არ ვართ ადრესატი“,-ამბობს პაპუაშვილი.
აშშ-ს ელჩის თქმით, ვაშინგტონში შეკითხვები აქვთ "ოთხეულის" ანტიამერიკული განცხადებებისა და რუსული დეზინფორმაციის გავრცელების მოტივებთან დაკავშირებით და ასევე აინტერესებთ, რატომ არ ემიჯნება მკაფიოდ "ოცნების" ხელისუფლება ამ განცხადებებს.
კელი დეგნანმა ინტერვიუ "მთავარი არხის" გადაცემა "პოსტ ფაქტუმს" მისცა.