სამართალდამცავებმა ოკუპანტების მიერ სექსუალური ძალადობის მსხვერპლი 5 ბავშვი გამოავლინეს - უკრაინის გენპროკურორი

გამოქვეყნდა:

უკრაინელმა სამართალდამცავებმა სრულმასშტაბიანი ომის დროს, რუსი ოკუპანტების მხრიდან სექსუალური ძალადობის მსხვერპლი 4-დან 16 წლამდე ხუთი ბავშვის იდენტიფიცირება მოახდინეს.

ამის შესახებ გენერალურმა პროკურორმა ანდრეი კოსტინმა ინტერვიუში განაცხადა.

„...დადგენილია სისხლის სამართლის პროცესში ბავშვთა მიმართ სექსუალური ძალადობის შემთხვევები. 4-დან 16 წლამდე ასაკის ხუთი ბავშვი გამოვლინდა ამ კატეგორიის ომის დანაშაულის მსხვერპლად. მაგრამ ჩვენ ყველას გვესმის, რომ ასეთი დანაშაული გაცილებით მეტია, ვიდრე მე უკვე აღვნიშნე...“, - განაცხადა გენერალურმა პროკურორმა.

გენერალურმა პროკურორმა ასევე დაადასტურა, რომ ოფიციალური მონაცემებით, 7000-ზე მეტი ბავშვი დეპორტირებულია რუსეთის, ან ბელარუსის ტერიტორიაზე. მათგან, იდენტიფიცირებულია 5 327 ბავშვი. 

უკრაინამ მოახერხა რუსეთის ფედერაციის ტერიტორიაზე უკანონოდ დეპორტირებული მხოლოდ 55 ბავშვის დაბრუნება. ევროკავშირის ქვეყნების ტერიტორიაზე ამჟამად 37 ბავშვი მშობლებთან ან მეურვეებთან ერთად იმყოფება.
 

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი