აშშ-სა და საქართველოს ურთიერთობები ძალიან მძიმე და დაძაბულ ფაზაში გადავიდა - პოლიტიკოსები

გამოქვეყნდა:

აშშ-სა და საქართველოს ურთიერთობები ძალიან მძიმე და დაძაბულ ფაზაში გადავიდა - ამის შესახებ საუბრობენ "ქართული ოცნების" ყოფილი დეპუტატები და სხვა პოლიტიკური პარტიების ლიდერები.

თუკი აქამდე მხოლოდ თეორიულად საუბრობდნენ სანქციების დაწესებაზე, ამჯერად უკვე არსებობს დოკუმენტური ჩანაწერები, რომელთა მიხედვით, შესაძლოა საქართველოს მთავრობას დახმარება შეეზღუდოს.

მე მიმაჩნია, რომ ცალსახად უნდა გადაიდგას კონკრეტული ნაბიჯები. ეს არ არის ის დონე, სადაც საკმარისი იქნება მხოლოდ კომუნიკაცია, ინფორმაციის მიწოდება, არის კონკრეტული ნაბიჯები გადასადგმელი იმისთვის, რომ ჩვენ ეს ფინანსური დახმარება შევინარჩუნოთ, - ამბობს პარლამენტის დამოუკიდებელი წევრი დიმიტრი ცქიტიშვილი.

"ლეიბორისტული პარტიის" ლიდერი შალვა ნათელაშვილი კი აღნიშნავს, რომ კანონპროექტის ჩანაწერები სულ მალე კონკრეტულ სანქციებად იქცევა, რაც მმართველი გუნდისთვის უმძიმეს შედეგებს მოიტანს.

"ლელოს" გენერალური მდივნის, ბადრი ჯაფარიძის თქმით, ხელისუფლება არსებულ გამოწვევას ჯიუტად უარყოფს, რაც არსებულ პრობლემებს ვერ მოაგვარებს.

ჯიუტი განმეორება იმის, რომ სტრატეგიული პარტნიორის მხრიდან გამოთქმული შეშფოთება არის უსაფუძვლო, იწვევს დამატებით ნაბიჯებს ჩვენი სტრატეგიული პარტნიორის მხრიდან იმისათვის, რომ კვლავ მოუწოდონ დღევანდელ ხელისუფლებას, რომ შეიტანონ ცვლილებები და გამოასწორონ ქვეყანაში შექმნილი მძიმე ვითარება, - განმარტავს, ჯაფარიძე. 

მთავარი 15:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი