ლუგანსკის ოლქის დასახლება ბელოგორივკა მთლიანად უკრაინის კონტროლის ქვეშაა - გაიდაი

გამოქვეყნდა:

ლუგანსკის ოლქის დასახლება ბელოგორივკა მთლიანად უკრაინის კონტროლის ქვეშაა - აცხადებს ლუგანსკის რეგიონული სამხედრო ადმინისტრაციის ხელმძღვანელი სერგეი გაიდაი .

მისივე თქმით, ლუგანსკის რეგიონის გათავისუფლება სრულად უფრო რთული იქნება, ვიდრე ხარკოვის იყო.

"ეს პროცესი ბევრად უფრო რთული იქნება, ვიდრე ხარკოვში. მძიმე ბრძოლა იქნება ლუგანსკის მიწის ყოველ სანტიმეტრზე. მტერი თავდაცვისთვის ემზადება, ამიტომ აღლუმით ვერ შევალთ", - წერს ის Telegram-ში.

გაიდაიმ ხაზგასმით აღნიშნა, რომ ხალხი დეოკუპაციის მოლოდინშია.

"ჩვენ ვემზადებით. უკრაინის მთავრობა დაუყოვნებლივ დაიწყებს მუშაობას დეოკუპირებულ თემებში. დრო და მოთმინება. მიჰყევით ოფიციალურ ინფორმაციას", - განაცხადა გაიდაიმ.
 

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი