გახოკიძის ქუჩაზე 4 წლის წინ 8 მილიონ ლარად დაგებული გზა უკვე დანგრეულია

გამოქვეყნდა:

გახოკიძის ქუჩაზე მცხოვრები მოსახლეობა დახმარებას ითხოვს. გზა, რომელიც 4 წლის წინ 8 მილიონი დაჯდა, ახლა გაფუჭებული და დანგრეულია. 2 კილომეტრიანი გზის გავლა მძღოლებს რისკის ფასად უჯდებათ, ისინი ხშირად ქმნიან საავარიო სიტუაციებს, თუმცა აცხადებენ, რომ სხვა გზა მათ არ აქვთ.

ყოველდღიურად მიწევს ამ გზის გავლა და ისე ვარღვევ, რომ ზუსტად ვიცი, შეიძლება საავარიო მდგომარეობაც შევქმნა, მაგრამ უბრალოდ ფიზიკურად ვერ გავივლი ისე. ამიტომ, თუ დროულად ვინმე მოგვხედავს, კარგი იქნება, - ამბობს ერთ-ერთი ადგილობრივი.

ადგილზე მისული იყო "ნაციონალური მოძრაობის" სამგორის მაჟორიტარობის კანდიდატი ლევან ხაბეიშვილი, რომელიც მოსახლეობას შეხვდა. მისი თქმით, 4 წლის წინ შეკეთებული გზა დღეს უმძიმეს მდგომარეობაშია მიუხედავად იმისა, რომ მასზე მილიონობით ლარია დახარჯული.

ფაქტობრივად, მანქანები ნაწილებს ტოვებენ  ამ გზაზე გავლის პერიოდში. მობრძანდეს კახი კალაძე ამ ქუჩაზე, ერთხელ მინიმუმ გაიაროს და თუ ჯანმრთელი ავა "ა" წერტილიდან "ბ" წერტილში, ბოლოს უკვე ვნახავთ, - ამბობს ხაბეიშვილი.

მთავარი 09:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი