ელისაბედ მეორის უკანასკნელი გზა | მსოფლიო დედოფალს ემშვიდობება

გამოქვეყნდა:

ბრიტანეთის სამეფო ოჯახი ამ წუთებში დედოფალ ელისაბედს ემშვიდობება. დახურული ცერემონია, რომელსაც მხოლოდ უინძორების სამეფო ოჯახის წევრები ესწრებიან მათსავე სასახლეში იმართება. მონარქს, რომელიც 70 წლის განმავლობაში, საკუთარი მამის გარდაცვალების შემდეგ მართავდა სამეფოს, სწორედ მამის ჯორჯ მეექვსის გვერდით წმინდა ჯორჯის ტაძარში დაკრძალავენ. 

ოჯახთან და ბრიტანეთან ერთად ელისაბედ მეორეს გლოვობს მსოფლიოც. 2 000 სტუმარი, პოლიტიკური ლიდერები, ევროპის სამეფო ოჯახების წევრები დღეს ერთად აცილებდნენ მონარქს უკანასკნელ გზაზე. მილიონობით ადამიანი კი ლონდონის ქუჩებში, მდუმარედ, მთელი დღე-ღამის განმავლობაში ელოდა პროცესიას, რომლის მსვლელობასაც მსოფლიო პირდაპირ ეთერში აკვირდებოდა. 

ავტორი: ზურა პეტროსიანი

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი