კიდევ ერთი იარაღი კრიტიკული მედიის წინააღმდეგ | "ოცნება" "მაუწყებლობის შესახებ კანონში" ცვლილებებზე მუშაობს

გამოქვეყნდა:

კრიტიკული მედიის წინააღმდეგ კიდევ ერთი იარაღი "ქართული ოცნების" ხელში. კომუნიკაციების მარეგულირებელ კომისიას უფლებები ეზრდება. ბექაურის უწყება, რომელიც ხელისუფლების სადამსჯელო ოპერაციების მთავარი შემსრულებელია, მაუწყებლობის შესახებ კანონში დამტკიცებული ცვლილებების შემდეგ ახალ ბერკეტებს მიიღებს.

სამოქალაქო ორგანიზაციების შეფასებით, კანონში, რომლის მიღებასაც მმართველი გუნდი გეგმავს, არაერთი ნაღმია ჩადებული და უკიდურესად ზღუდავს მედიის უფლებებს. არასამთავრობო ორგანიზაციები ბუნდოვანი ჩანაწერების განმარტებას და ევროკავშირის შესაბამისი მოთხოვნების გათვალისწინებას ელოდებიან.

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი