თალიბებმა ამერიკელი ინჟინერი გაათავისუფლეს, რომელიც მძევლად 2020 წლიდან ჰყავდათ

გამოქვეყნდა:

თალიბანმა ამერიკელი ინჟინერი მარკ ფრერიქსი გაათავისუფლა, რომელიც მძევლად 2020 წლიდან ჰყავდათ - ამის შესახებ ინფორმაციას Reuters ავრცელებს.

გამოცემის ცნობით, ინჟინერი თალიბებთან დაკავშირებული ავღანელი, ბაშირ ნურზაიზე გაცვლის სანაცვლოდ გაათავისუფლეს.

მარკ ფრერიქსი ნურზაიზე ქაბულის აეროპორტში გაცვალეს. გარდა ამისა, როგორც გამოცემა წერს აშშ-ს პრეზიდენტმა ჯო ბაიდენმა ამერიკაში, 2005 წელს დაკავებული და ნარკოვაჭრობისთვის გასამართლებული ნურზაი შეიწყალა.

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი