ელისაბედ II უინძორის ტაძარში დაკრძალეს

გამოქვეყნდა:

დედოფალი ელისაბედ II უინძორის ტაძარში, მეფე ჯორჯ VI-ის მემორიალურ სამარხში, მისი მეუღლის, ედინბურგის ჰერცოგის, ფილიპის გვერდით დაკრძალეს, - ინფორმაციას BBC სამეფო ოჯახზე დაყრდნობით ავრცელებს.

დაკრძალვა მედიისთვის დახურული იყო. წმინდა ჯორჯის ეკლესიაში ცერემონია ვიწრო წრეში ჩატარდა და მას მხოლოდ სამეფო ოჯახის წევრები ესწრებოდნენ.

მეფე ჯორჯ მეექვსის მემორიალური სამარხი წმინდა ჯორჯის ეკლესიაში მდებარეობს. იქ ასევე დაკრძალულია დედოფლის მამა ჯორჯ VI, დედა დედოფალი და მისი და, პრინცესა მარგარეტი.

დედოფალი ელისაბედ II 8 სექტემბერს 96 წლის ასაკში გარდაიცვალა, ის სამეფო ტახტს 70 წლის განმავლობაში იკავებდა.

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი