
მექსიკაში, წყნარი ოკეანის სანაპიროსთან 7.5 მაგნიტუდის სიმძლავრის მიწისძვრა მოხდა, - ამის შესახებ ინფორმაციას The Guardian ავრცელებს.
გამოცემის ცნობით, მიწისძვრის ეპიცენტრი ქალაქ ლა პლასიტა დე მორელოსთან, 15 კილომეტრის სიღრმეზე მდებარეობდა. წინასწარი მონაცემებით, მეხიკოში სტიქიას ნგრევა არ გამოუწვევია.