არსებული ინფორმაციით, ქუთაისში ბანკში შეჭრილმა თავდამსხმელმა 2 მძევალი გაათავისუფლა

გამოქვეყნდა:

არსებული ინფორმაციით, ქუთაისში "საქართველოს ბანკის" ფილიალში შეჭრილმა მძარცველმა 2 მძევალი გაათავისუფლა. "მთავარი არხის" კამერამ გადაიღო როგორ დატოვეს მათ შენობა, სამართალდამცავებმა ისინი პოლიციის მანქანაში ჩასვეს. 

აღნიშნულს ჯერ შესაბამისი უწყებები არ ადასტურებენ. 

არსებული ინფორმაციით, ბანკის შენობაში 10-მდე ადამიანი იმყოფებოდა, მათ შორის მომხმარებლებიც და თანამშრომლებიც. თვითმხილველი "მთავარ არხთან" საუბრისას ამბობს, რომ ნიღბიანმა პირმა შენობაში შესვლის დროს ისროლა, ის დაუდასტურებელი ინფორმაციით, 2 მილიონ დოლარს ითხოვს. 

ადგილზე მობილიზებულია პოლიცია. იხილეთ:

 

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი