
დღევანდელ ხელისუფლებას კუდიანად დანიშნული ჰყავს "ამერიკის აგენტები" და ეს მეტყველებს დღევანდელი ხელისუფლების პრიორიტეტზე, დასავლეთის წინააღმდეგ ბრძოლაზე - განაცხადა ნიკა გვარამიამ სააპელაციო სასამართლოში მიმდინარე პროცესზე, სადაც ქვეყანაში არსებულ პოლიტიკურ ვითარებასაც გამოეხმაურა:
"კუდიანის დევნა ძალიან ცუდი რამ არის, ნებისმიერ სიტუაციაში გაუმართლებელია, მაგრამ ეპოქაზე, ძალიან კარგად მეტყველებს ის, თუ ვინ ჰყავს საზოგადოებას თუ პოლიტიკურ სპექტრს და მითუმეტეს ხელისუფლებას, დანიშნული კუდიანად. ჩვენი ხელისუფლების დროს, ზვიად გამსახურდიას დროს, იყო კუდიანების დევნა და ეს ცუდია და მაშინ კუდიანებად დანიშნული გვყავდა რუსეთის აგენტები და ეს მეტყველებდა სახელმწიფოს პრიორიტეტზე - რუსეთის წინააღმდეგ ბრძოლაზე. მიუღებელი ფორმით, მაგრამ პრიორიტეტზე. დღევანდელ ხელისუფლებას კუდიანად დანიშნული ჰყავს "ამერიკის აგენტები" და ეს მეტყველებს დღევანდელი ხელისუფლების პრიორიტეტზე, დასავლეთის წინააღმდეგ ბრძოლაზე. ეს ისტორიას აცდენილი კანონზომიერებაა. ასეთი ტიპის შეიარაღებით აღჭურვილი ხელისუფლება ყოველთვის დამარცხდება ქართველ ხალხთან და არა რომელიმე პოლიტიკურ ძალასთან, არასამთავრობო ორგანიზაციასთან, მედიასთან თუ სხვასთან" თქვა ნიკა გვარამიამ.
თავისი გამოსვლის დასასრულს ის მიესალმა და მადლობა გადაუხადა დიპლომატიურ კორპუსს, რომლებიც დღეს სასამართლოს ესწრებიან. ნიკა გვარამიამ მიმართა მიხეილ სააკაშვილსაც - "მოვუწოდებ, რომ იყოს მხნედ და კარგად, კვანძის გახსნა მოახლოებულია, დარწმუნებულ ვარ, მანაც ისიც ეს ყველაფერი, ამიტომ ჯანმრთელობას გაუფრთხილდეს პირველ რიგში" თქვა ნიკა გვარამიამ.