
"ქართული ოცნების" თავმჯდომარის, ირაკლი კობახიძის განცხადებით, "გირჩი მეტი თავისუფლების" ლიდერს, ზურაბ ჯაფარიძეს წამოსცდა, რომ "რადიკალური ოპოზიციის" ერთადერთი მიზანი საქართველოში მეორე ფრონტის შექმნაა.
"რადიკალურმა ოპოზიციამ დაინახა, რომ ომის რიტორიკა არ არის მომგებიანი, თუმცა პერიოდულად აქვთ წამოცდენები, ამ შემთხვევაში ზურა ჯაფარიძეს წამოსცდა ის, რომ რადიკალური ოპოზიციის ერთადერთი მიზანი არის საქართველოში მეორე ფრონტის შექმნა, რა თქმა უნდა, ჩვენ ამ გზით ვერ წავალთ და ვერ გავყვებით მათ დღის წესრიგს. მათ ერთადერთი მიზანი ამოძრავებთ, ჩვენ გვაქვს აბსოლუტურად სხვა მიზნები, ეს არის ქვეყანაში მშვიდობის შენარჩუნება და სიმშვიდის შენარჩუნება", - თქვა ირაკლი კობახიძემ.
კობახიძემ იგულისხმა ზურაბ ჯაფარიძის განცხადება, რომ უკრაინის დასახმარებლად შესაძლოა შეიქმნას მოძრაობები, რომლებიც რუსების შეკავებას შეძლებენ.