მათ დააანონსეს გაფართოება, როგორც გავიგეთ დეპუტატების ხარჯზეც - კობახიძე ოთხეულზე

გამოქვეყნდა:

"ქართული ოცნების" თავმჯდომარე, ირაკლი კობახიძე ამბობს, რომ "ოთხეულის გაფართოებასთან" დაკავშირებით პარტიაში ჯერ კონსულტაციები არ ყოფილა. მისი თქმით, მმართველი გუნდისთვის მნიშვნელოვანია, რომ წევრების ის რაოდენობა შეინარჩუნონ, რაც აქვთ.

"ჩვენთვის პრინციპულად მნიშვნელოვანია, რომ უმრავლესობის რიგები არ შემცირდეს. როგორც მოგეხსენებათ ეს ოთხი დეპუტატი, ჩვენი კოლეგა, არის უმრავლესობის წევრი. რაც შეეხება ფრაქციისა და პარტიის საკითხებს, ჩვენთვის ასევე, რა თქმა უნდა, ძალიან მნიშვნელოვანია პარტიასა და ფრაქციაში ჩვენი წევრების შენარჩუნება. ვნახოთ, როგორ განვითარდება პროცესები. რა თქმა უნდა, გვექნება დისკუსია ყველა თემასთან დაკავშირებით. ჩვენი სურვილია, რომ მაქსიმალურად ფრაქციაში და პარტიაში შენარჩუნდეს ის რაოდენობა, რომელიც გვყავს. ვნახოთ, დანარჩენს კონსულტაციები აჩვენებს. მათი მხრიდან იყო ანონსი, ჩვენ ამაზე კონსულტაციები არ გვქონია დღემდე,  მათ დააანონსეს გაფართოება, როგორც გავიგეთ დეპუტატების ხარჯზეც, ექსპერტები და ა.შ", - განაცხადა ირაკლი კობახიძემ.

პარტია "ქართული ოცნება" დიმიტრი ხუნდაძემ, სოზარ სუბარმა, მიხეილ ყაველაშვილმა და გურამ მაჭარაშვილმა დატოვეს, თუმცა ისინი პარლამენტში უმრავლესობის წევრებად რჩებიან. წასვლის შემდეგ დეპუტატები მუდმივად ანტიდასავლურ განცხადებებს ავრცელებენ და აშშ-ის საელჩოს ესხმიან თავს.

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი