
ვფიქრობ, რომ მდიდარი ბიზნესმენის მხრიდან პოლიტიკაზე ნაკლები გავლენის ქონა გააძლიერებს საქართველოს, მოიზიდავს მეტ ინვესტიციას, - ამის შესახებ ევროკავშირის ახალმა ელჩმა საქართველოში პაველ ჰერჩინსკიმ „ინტერპრესნიუსისთვის“ მიცემულ ექსკლუზიურ ინტერვიუში დეოლიგარქიზაციის საკითხის შეფასებისას განაცხადა.
„საკითხი ძალიან მარტივია და ეს არ არის ის საკითხი, რომელიც მხოლოდ საქართველოსთვის არის უნიკალური. ეს საკითხი საკმაოდ გავრცელებულია მთელს პოსტსაბჭოთა სივრცეში. ბიზნესს აქვს დიდი ინტერესი და ძალიან დიდი გავლენა პოლიტიკაზე. ვფიქრობ, რომ მდიდარი ბიზნესმენის მხრიდან პოლიტიკაზე ნაკლები გავლენის ქონა, გააძლიერებს საქართველოს, მოიზიდავს მეტ ინვესტიციას, უზრუნველყოფს ამ ქვეყნის მიმზიდველობას პერსპექტიული ინვესტორებისთვის. გადაწყვეტილება ქართველებზეა, ჩვენ კი ჩვენი მხრიდან ვიმედოვნებთ, რომ პროგრესი ამ საკითხთან მიმართებითაც მიღწეული იქნება“,- განაცხადა პაველ ჰერჩინსკიმ.