ჯო ბაიდენმა რუსეთში აშშ-ის ახალი ელჩობის კანდიდატად ლინ თრეისი წარადგინა

გამოქვეყნდა:

ამერიკის პრეზიდენმა, ჯო ბაიდენმა რუსეთში ახალი ელჩობის კანდიდატად ლინ თრეისი წარადგინა, - ამის შესახებ ინფორმაციას Reuters ავრცელებს. თრეისი ამჟამად სომხეთში აშშ-ის ელჩია. 

ცნობისთვის, თრეისი 2014 წლიდან 2017 წლამდე, მოსკოვში აშშ-ის საელჩოს მისიის უფროსის მოადგილე იყო.
2019 წლიდან კი, ერევანში აშშ-ს ელჩად მუშაობს.

გარდა ამისა, იგი აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის ევროპისა და ევრაზიის საქმეთა ბიუროში, რუსეთის საკითხებში უფროს მრჩევლად მუშობდა. 

ცნობისთვის, რუსეთში ელჩის ვაკანტური ადგილი 4 სექტემბრის შემდეგ გაჩნდა.

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი