იმერეთის საპატრულო პოლიციას ამირან ვერულაშვილი აღარ უხელმძღვანელებს.
"მთავარის" იმერეთის კორესპონდენტის ინფორმაციით, ის თანამშრომლებს დღეს დილით დაემშვიდობა.
არსებული ინფორმაციით, რეგიონებს შორის როტაცია მოხდა და ამირან ვერულაშვილი ქვემო ქართლის საპატრულო პოლიციის უფროსად დაინიშნა.
ვინ დაიკავებს იმერეთის საპატრულო პოლიციის ხელმძღვანელის თანამდებობას ეს ჯერჯერობით უცნობია.