თუ რადიკალური ოპოზიცია, EU და NGO-ები თანხმდებიან, რომ დეოლიგარქიზაციის კანონი არ არის მისაღები, არ მივიღებთ, ჩვენ ხომ EU-ს მოთხოვნებს ვასრულებთ? - კობახიძე

გამოქვეყნდა:

„თუ იქნება კონსენსუსი გარკვეული კანონპროექტის გარშემო, ჩვენ მივიღებთ კანონს. თუ იქნება კონსენსუსი კანონის არმიღების გარშემო, მაშინ არ მივიღებთ კანონს... 
თუ სამი სუბიექტი - რადიკალური ოპოზიცია, ევროკავშირი და NGO-ები თანხმდებიან იმაზე, რომ დეოლიგარქიზაციის სფეროში კანონი არ არის მისაღები, არ მივიღებთ ამ კანონს. ჩვენ ხომ ევროკავშირის მოთხოვნებს ვასრულებთ? - თუ ევროკავშირიც ამ აზრზეა, რომ არ უნდა მივიღოთ კანონი, არ მივიღებთ. ისინი ამბობენ, რომ კანონი შეიძლება არ მივიღოთ, მაგრამ პირობა მაინც შესრულდეს. მარტივად რომ ვთქვათ, ვიღაცებს შეეშინდათ ამ კანონის."

ამბობს "ქართული ოცნების" თავმჯდომარე ირაკლი კობახიძე დეოლიგარქიზაციის კანონთან დაკავშირებით და ამტკიცებს, რომ დეოლიგარქიზაცია ბიძინა ივანიშვილს არ ეხება.

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი