"დამთავრებულია, წარსულია" - კობახიძე 19 აპრილის შეთანხმებაზე

გამოქვეყნდა:

ანულირებულ შეთანხმებას როგორ დავუბრუნდეთ, არ ვიცი. რა თქმა უნდა, არ დავუბრუნდებით, ანულირებულია, დამთავრებულია, წარსულია - აცხადებს ირაკლი კობახიძე 19 აპრილის შეთანხმებასთან დაკავშირებით. მისი თქმით, შეთანხმება აღარ არსებობს და მას არ დაუბრუნდებიან.

შეგახსენებთ, ევროკავშირის კანდიდატის სტატუსის მისაღებად, 12 რეკომენდაციის შესრულებაზე მომუშავე საპარლამენტო ოპოზიციურმა პარტიებმა და დამოუკიდებელმა დეპუტატებმა დღეს ერთობლივი განცხადება გაავრცელეს, სადაც ნათქვამია, რომ პრინციპულად მიაჩნიათ დეპოლარიზაციის მიმართულებით 19 აპრილის შეთანხმებაში (შარლ მიშელის დოკუმენტი) დაბრუნება და მისი შესრულება.

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი