ტასმანიაში სანაპიროზე 230 ვეშაპი გამოირიყა - ადგილზე მაშველები მუშაობენ

გამოქვეყნდა:

ავსტრალიაში, ტასმანიის დასავლეთ შორეულ სანაპიროზე 230 ვეშაპი აღმოაჩინეს. ვარაუდობენ, რომ მათი ნახევარი ჯერ კიდევ ცოცხალია. ადგილზე მაშველები არიან მობილიზებულები. 

გაურკვეველია, რამ გამოიწვია მომხდარი.

შტატის გარემოს დაცვის დეპარტამენტმა თქვა, რომ საზღვაო კონსერვაციის ექსპერტები მიდიოდნენ შემთხვევის ადგილზე და შეეცდებიან გადააბრუნონ ის ვეშაპები, რომლებიც ჯერ კიდევ საკმარისად ჯანმრთელები არიან გადარჩენისთვის.

2020 წელს იმავე ნავსადგურთან, დაახლოებით 470 ვეშაპი აღმოაჩინეს ქვიშის ზოლებზე ჩარჩენილი. ერთკვირიანი ძალისხმევის შემდეგ, ამ ვეშაპიდან 111 გადაარჩინეს, მაგრამ დანარჩენი გარდაიცვალა.

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი