
ახალი მუქარა მსოფლიოს და უკიდურესი ნაბიჯი, რომლითაც კრემლის დიქტატორი უკრაინაში მოსალოდნელი მარცხის თავიდან არიდებას ცდილობს. ვლადიმერ პუტინმა ქვეყანაში ნაწილობრივი მობილიზაცია გამოაცხადა, რაც იმას ნიშნავს, რომ რუსეთის მოქალაქეებს კრემლი სისხლიან ომში ჩართვას აიძულებს, წინააღმდეგ შემთხვევაში კი პატიმრობით ემუქრება.
ვლადიმერ პუტინის ხელმოწერილი ბრძანება გასაჯაროებულია, თუმცა ნაწილობრივ. დოკუმენტში, რომელიც ბევრ კითხვას ბადებს, გასაიდუმლოებულია პუნქტი, რომლითაც დგინდება, რამდენად მასშტაბურია მობილიზაცია.
პუტინის ახალი გეგმის გასაჯაროების შემდეგ რუსეთში მასობრივ მიგრაციას ელოდებინ, არ არის გამორცხული ქვეყანაში საპროტესტო გამოსვლებიც დაიწყოს. პეტიციას "გაუქმდეს მობილიზაცია" უკვე 300 ათასზე მეტმა ადამიანმა მოწერა ხელი.
ავტორი: გუგა მაისურაძე