ფორმალურად გამიჯნულები, საერთო პოზიციაზე და ერთი მფარველის გარშემო გაერთიანებული ოცნების დეპუტატები. ოლიგარქის ოთხეული თავად ადასტურებს, რომ მმართველ გუნდთან საერთო ინტერესები აქვთ თუმცა გამოხატვის მეტი თავისუფლება. მიზანი კი სტრატეგიული პარტნიორების დისკრედიტაცია რომლებიც ოლიგარქიულ რეჟიმს აკრიტიკებენ.
ხუნდაძე-სუბარი-ყაველაშვილი-მაჭარაშვილის ერთობლიობამ როგორც ჩანს ვერ დააკმაყოფილა ივანიშვილის მოთხოვნები და ახლა ოლიგაქრი ალტერნატიული გუნდის გაძლიერება გეგმავს. მოთხოვნა ერთადერთია ე.წ. განდგომილების მომავალმა წევრებმა "ოცნების" დამფუძნებლისა და ქვეყნის არაფორმალური მმართველის ინტერესებით უნდა იხელმძღვანელონ