რუსეთმა ურცხვად დაარღვია გაეროს წესდების ძირითადი პრინციპები - ბაიდენი

გამოქვეყნდა:

შეერთებული შტატების პრეზიდენტმა ჯო ბაიდენმა გაეროს გენერალურ ასამბლეაზე გამოსვლა უკრაინაში რუსეთის ომზე საუბრით დაიწყო და რუსეთი გაეროს წესდების ძირითადი პრინციპების დარღვევაში დაადანაშაულა

"მოდით, ვისაუბროთ გარკვევით. გაეროს უშიშროების საბჭოს მუდმივი წევრი მის მეზობელ ქვეყანაში შეიჭრა და სცადა სუვერენული სახელმწიფო რუკიდან ამოეშალა. რუსეთმა ურცხვად დაარღვია გაეროს წესდების ძირითადი პრინციპები" - თქვა მან.

გამოსვლისას ბაიდენი პუტინის მიერ გამოცხადებულ ნაწილობრივ მობილიზაციასა და მუქარას გამოეხმაურა. მისი თქმით, მოსკოვი "უპასუხისმგებლოდ" იქცევა, როდესაც ბირთვული იარაღის გამოყენებით იმუქრება - "ბირთვულ ომს ვერავინ მოიგებს და ეს არასდროს უნდა მოხდეს", - თქვა ბაიდენმა.

გარდა ამისა, ბაიდენმა პუტინი არაპროვოცირებული ომის დაწყების გამო გააკრიტიკა და აღნიშნა, რომ გაეროს დაახლოებით 40 წევრი სახელმწიფო უკრაინას ფინანსებითა და იარაღით ეხმარება.

მთავარი 18:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი