ფინანსური დახმარების შეჩერების შესახებ ამერიკის კონგრესის გადაწყვეტილება რომ პირველ რიგში პოლიტიკური აქტია, დღეს საქართველოს მთავრობას, შეერთებული შტატების ყოფილმა თანაშემწემ განუმარტა. მეთიუ ბრაიზამ საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრს დეტალურად აუხსნა, თუ რგორ მუშაობს ამერიკის საკანონმდებლო სისტემა და რომ კონგრესში დაწყებული პროცესი მალე კანონის მიღებით დასრულდება. ამერიკის კონგრესიის საბიუჯეტო კომიტეტში დარეგისტრირებულ ცვლილებებს დღეს რამდენიმე მკაცრი ფორმულირება დაემატა, რაც "ქართულ ოცნებას" კონკრეტულ წინაპირობებეს უყენებს.
კონგრესიის ასიგნებების კომიტეტში დარეგისტრირებული კანონპროექტი საგარეო საქმეთა მინისტრისთვის იურიდიული ძალის არმქონე დოკუმენტია, იმის მიუხედავად, რომ ისედაც მძიმე პროექტს დღეს კიდევ რამდენიმე მწვავე პუნქტი დაემატა. კონგრესი სახელწიფო დეპარტამენტს ავალებს გააკონტროლოს საარჩევნო რეფორმის გატარება, სასამართლოს გათავისუფლება და ოლიგარქიული გავლენების შეზღუდვა. ეს მძიმე შეფასებები და კრიტიკული მოწოდებები ზალაკალინისთვის არა "ოცნების" შეცდომების, არამედ ოპოზიციის აქტიურობის შედეგია.
არაკომპეტენტური და მავნებელი ხელისუფლება, რომელიც საქართველოს სახელმწიფებრივ ინტერესებს იმდენად აზიანებს, რომ ქვეყანა უკვე კოლუმბიისა და სხვა ნაკლებად განვითარებული სახელმწიფოების ჯგუფში გადავიდა. თუკი "ოცნება" გამჭვირვალე არჩვენებს არ ჩაატარებს, მაშინ მას ლეგიტიმაციის საკითხი დაუდგება.
კონგრესის საბიუჯეტო, იგივე ასგინებების კომიტეტში 30 დემოკრატი და 23 რესპუბლიკელი წევრია, თავად კომიტეტს კი დემოკრატი ნიტა ლოუვი ხელმძღვანელობს. თუკი საქართველოს ხელისუფლება ამერიკელი კანონმდებლების რჩვებს არ გაითვალისწინებს, სანქციების პირველი ნაბიჯი მძიმე არა, მაგრამ დემონსტრაციული იქნება - 135 მილიონიანი დახმარებიდან 15 პროცენტი გაიყინება.