საქართველო არის მსოფლიო რადარებზე, როგორც ქვეყანა, სადაც არის მშვიდობა შენარჩუნებული და ამ კუთხით უამრავ ქვეყანაშია პრობლემა, საქართველში - არა და მსოფლიო ეკონომიკურ რადარებზე საქართველო არის როგორც მოწინავე ქვეყანა განვითარების კუთხით. თუ ნახავთ ბევრ ქვეყანას მსოფლიოში, სადაც არის ორნიშნა ეკონომიკური ზრდა და ჩვენ ეს მონაცემები გვაქვს პირველი 7 თვის მონაცემებით და წინა წლის მიხედვით, მაშინ შეგვიძლია ვიკამათოთ, მაგრამ საქართველოში არის ორნიშნა ეკონომიკური ზრდა, არის მშვიდობა და ჩვენ გვინდა ამ რადარებზე დავრჩეთ.
ყველაზე მაღალ რეგისტრში რადარებზე საქართველო იყო 2008 წელს, როცა ომი გვქონდა რუსეთის ფედერაციასთან, რის შემდეგაც დავკარგეთ ტერიტორიების 20%, რა თქმა უნდა, ამ რადარებზე ყოფნა ჩვენ აღარ გვინდა, ჩვენ გვინდა დავრჩეთ მშვიდობის და ეკონომიკური ზრდის რადარებზე.
- ამბობს "ქართული ოცნების" თავმჯდომარე, ირაკლი კობახიძე იმედის ეთერში.