
საქართველოში რუსეთის მოქალაქეებმა თბილისში, პარლამენტის წინ აქცია გამართეს. ისინი "ნაწილობრივი მობილიზაციის" გამოცხადებას ეწინააღმდეგებიან. აქციის მონაწილეები ამბობენ, რომ უკრაინაში ომსა და პუტინის რეჟიმს ეწინააღმდეგებიან.
"აქ ვარ იმიტომ, რომ ჩემ სამშობლოში გამოაცხადეს ნაწილობრივი მობილიზაცია და მე წინააღმდეგი ვარ, რომ უკრაინა რუსული სისხლით ავავსოთ. ბრძოლას გავაგრძელებთ იქამდე, სანამ პუტინი არ მოკვდება. მიტინგებზე მოსკოვშიც გამოვდიოდი, თუმცა ახლა თბილისში ვცხოვრობ, პუტინის რეჟიმის წინააღმდეგი ვარ. ის რაც უკრაინაში ხდება, უკრაინელი ხალხის გენოციდია", - ამბობს აქციის ერთ-ერთი მონაწილე.
აქციის მონაწილეები ამბობენ, რომ პუტინი შეძვრა უკრაინაშიც და საქართველოშიც და მას უამრავი ადამიანის მკვლელობაში აქვს ხელები გასვრილი.