ქუთაისში მძევლად აყვანილ პირებს, სავარაუდოდ, გაუთქმელობაზე მოაწერინებენ ხელს - თავდამსხმელს ადვოკატი ხვდება

გამოქვეყნდა:

იმერეთის სამხარეო პოლიციაში რამდენიმე დღის წინ ბანკში მძევლად მყოფი ადამიანების დაბარება ხდება. მათი უმეტესობა საგამოძიებო ორგანოში უკვე მესამედ გამოცხადდა. არსებული ინფორმაციით, ისინი ხელს მოაწერენ გაუთქმელობის დოკუმენტს, რის შემდეგადაც მედიასთან ვეღარ ისაუბრებენ სპეცოპერაციაზე. 

თავდამსხმელის ადვოკატი არ გამორიცხავს, ჩატარდეს ფსიქიატრიული ექსპერტიზა, რათა დადგინდეს რამდენად მდგრადია მისი ფსიქიკური მდგომარეობა.

"ძალიან სავალალო, რთულ მდგომარეობაშია. დღეს ჩემი ინიციატივით ვარ მოსული, რომ მას შევხდე და გარკვეულ საკითხებზე შევთანხმდეთ. რაც შეეხება აღკვეთი ღონისძიების დაყენების საკითხს, თუ რა სახის აღკვეთ ღონისძიებას შევთავაზებთ ჩვენ სასამართლოს, ალბათ ამასაც დაკავებული პირის ინიციატივით და მასთან შეთანხმებით გავაკეთებთ. 

ჩემთვის მნიშვნელოვანია არის თუ არა ჯანმრთელობის, სამედიცინო ექსპერტიზა დანიშნული მის დაზიანებასთან დაკავშირებით და გასარკვევია იყო თუ არა აუცილებელი დაზიანებების მიყენება, რომლებიც ფიზიკურად აღიქმება", - თქვა ადვოკატმა. 

ადვოკატმა არ გამორიცხა სასამართლოზე მოწმის სახით შს მინისტრის მოადგილის დაბარებაც, რომელიც "აყვანის" პროცესს ესწრებოდა.

ქუთაისში 20 სექტემებრს სპეცოპერაცია დაახლოებით 9 საათის განმავლობაში მიმდინარეობდა. ბანკზე თავდამსხმელი, 37 წლის გიგა ნარსია, რომელიც წყალტუბოს მუნიციპალიტეტიდანაა, ოფიციალური ბრალის წარდგენის მოლოდინშია. ის გუშინ, ბანკის ფილიალში დაახლოებით დილის 11 საათისკენ შეიჭრა, აიყვანა 14 მძევალი, მოითხოვა 2 მლნ აშშ დოლარი, ვერტმფრენი, "სპრინტერი", რუსეთის დროშა და ანკესი.  იხილეთ:

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი