როდესაც დავინახე როგორ გამოიყურება, ცრემლები ვერ შევიკავე - დენის პროკოპენკოს ცოლი

გამოქვეყნდა:

" როდესაც დავინახე როგორ გამოიყურება ცრემლები ვერ შევიკავე... ბედნიერი ვარ, რომ ცოცხალია" - ამბობს "აზოვის" ბატალიონის მეთაურის  დენის პროკოპენკოს ცოლი. კატერინა პროპოპენკოს თქმით, ქმარს ბოლოს მაისში ესაუბრა.

"როგორც კი უსაფრთხო ზონაში გადაიყვანეს ეგრევე დამირეკა. იქ ბუდანოვს და ხელისუფლების სხვა წარმომადგენლებს შეხვდა. რამდენიმე წამი ვესაუბრე. მითხრა, რომ ცოცხალია და კარგადაა, როდესაც დავინახე როგორ გამოიყურება ცრემლები ვერ შევიკავე. ბედნიერი ვარ, რომ ცოცხალია, თუმცა ვერ ვიჯერებ და არ მინდა წარმოვიდგინო რა დღე გამოიარა. ბოლოს მაისის თვეში ვესაუბრე, პირველივე რეისით უკრაინაში მივფრინავ. ძალიან მინდა რომ ვნახო" - ამბობს პროკოპენკოს ცოლი.

ამ დრომდე რუსი ოკუპანტების ტყვეობაში რჩება უკრაინის კიდევ ერთი დამცველი -  არსენ ფედოსიუკი

"უკრაინისთვის და ძალიან ბევრი ქალისთვის, რომელთა ქმრებიც ტყვეობიდან დაიხსნეს, ბედნიერი დღეა. ჩვენი ბიჭები დაბრუნდნენ. ჩემი ქმარი ჯერ კიდევ ტყვეობაშია. ჩემთვის კი ცუდი დღეა. ის არ გამოუშვეს. ჩვენმა მებრძოლებმა გვითხრეს, რომ რუსები აწამებდნენ და ჩვენს მებრძოლებს ძალის გამოყენებით კითხავდნენ. იმედი მაქვს რომ ყველაფერი კარგად დასრულდება და სხვა მებრძოლებიც დაბრუნდებიან, " -  ამბობს იულია ფედოსიუკი 

შეგახსენებთ, რომ  რუსი ოკუპანტების ტყვეობიდან 215 უკრაინელი გმირი გათავისუფლდა, მათ შორის არიან აზოვსტალის მცველები და მათი მეთაურები. გათავისუფლებულია ასევე 10 უცხოელი. სანაცვლოდ კი რუსეთმა უკრაინისგან ვიქტორ​ მედვედჩუკი და 55 სამხედრო მიიღო.

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი