
უკრაინის გენერალურმა პროკურორის ანდრეი კოსტინის თქმით, ღალატში ეჭვმიტანილი ვიქტორ მედვედჩუკი კი არ გაათავისუფლეს უკრაინის ციხიდან, არამედ გადასცეს დიდ ციხეს, რომელსაც რუსეთი ჰქვია.
გენპროკურორი სოციალურ ქსელში წერს, რომ მედვედჩუკის მიმართ გამოძიება დასრულებულია, მისი ჩვენებები კი დოკუმენტირებული.
რაც შეეხება თავად მედვედჩუკს. ის რუსეთს, უკრაინის დამცველთა სიცოცხლის და თავისუფლების სანაცვლოდ გადასცეს.
ჩვენი დამცველების სიცოცხლისა და თავისუფლების სანაცვლოდ უკრაინამ მედვედჩუკი მისცა. წინასწარი გამოძიება დასრულდა. მედვედჩუკის ჩვენება დოკუმენტირებულია. არავის არ ვუშვებთ, მაგრამ უკრაინის ციხიდან გადაგვყავს დიდ ციხეში, რომელსაც რუსეთი ჰქვია." წერს კოსტინი.
კოსტინმა ასევე აღნიშნა, რომ რუსეთის ტყვეობიდან გათავისუფლებულ 215 ადამიანს შორის 10 უცხოელი ტყვე იყო, რომლებიც უკრაინას იცავდნენ.
უკრაინა, თავის მოკავშირეებთან ერთად, მუშაობს „ყველა ყველასათვის“ გაცვლაზე. შეიარაღებული ძალების წარმატებული კონტრშეტევები ყოველდღიურად ზრდის „გაცვლის ფონდს“. ჩვენი მხრიდან, გენერალური პროკურატურის მხრიდან, ყველა ღონეს ვხმარობთ, რომ ჩვენი გმირები სახლში დაბრუნდნენ.
ჩვენ პატივს ვცემთ ამ ომში დაღუპულთა ხსოვნას და მარადიულად მადლობელი ვართ მათი, ვინც ყველაზე ძვირფასი - მათი სიცოცხლე - გაიღო ჩვენი სიცოცხლისა და თავისუფლებისთვის. ჩვენ არ დავტოვებთ რუსეთის არც ერთ სამხედრო დანაშაულს დაუსჯელად. ყველა რუსული ომის დანაშაული გამოძიებული იქნება და დამნაშავეები დაისჯებიან." წერს უკრაინის გენერალური პროკურორი.
ამავე თემაზე: