
უკრაინული მედიის ინფორმაციით, ოკუპანტებმა დონეცკის ბაზარი დაბომბეს. წინასწარი მონაცემებით, სულ მცირე 5 ადამიანი დაიღუპა და 4 დაშავდა.
გარდა ამისა, დროებით ოკუპირებული მელიტოპოლის მერის, ივან ფედოროვის ინფორმაციით, ოკუპანტებმა ტერორისტული თავდასხმა მოაწყვეს მელიტოპოლის ცენტრალურ ბაზარზე.
„ოკუპანტებმა მოაწყვეს ტერორისტული თავდასხმა ხალხმრავალ ადგილას, რათა ფსევდორეფერენდუმის წინა დღეს უკრაინის ხელისუფლება ტერორში დაედანაშაულებინათ“, - განაცხადა ფედოროვმა.
არსებული ინფორმაციით, თავდასხმას სამი ჯარისკაცი ემსხვერპლა. მშვიდობიან მოქალაქეებში მსხვერპლის რაოდენობა ზუსტდება.