პუტინის გამოცხადებული მობილიზაცია, შესაძლოა, დროებით ოკუპირებულ აფხაზეთსაც შეეხოს

გამოქვეყნდა:

პუტინის მიერ გამოცხადებულ მობილიზაციაში მონაწილეობის მიღება შესაძლოა დროებით ოკუპირებულ აფხაზეთსაც მოუწიოს.  აფხაზეთის ე.წ.-მა სამხედრო კომისარმა განაცხადა, რომ  მზად არიან მხარი დაუჭირონ  ნაწილობრივი მობილიზაციის აუცილებლობას,  მომავალ საშემოდგომო გაწვევაზე. 

„ჩვენ სწორად მივიღეთ რუსეთის ფედერაციის პრეზიდენტის გამოსვლა. ნაწილობრივ ეს ეხება ჩვენი რესპუბლიკის მცხოვრებლებს. თუ საჭიროა ნაწილობრივი მობილიზაციის ჩატარება, ბუნებრივია, ამას მაშინ გავაკეთებთ, როცა ოფიციალურ ცალკე მითითებას მივიღებთ“, - განაცხადა Sputnik.Abkhazia-სთან ინტერვიუში ე.წ. სამხედრო კომისარმა ბესლან ტარბამ.

მოგვიანებით, ე.წ. თავდაცვის სამინისტრომ განაცხადა, რომ ბესლან ტარბას კომენტარი „არ ასახავს თავდაცვის სამინისტროს პოზიციას და კერძო მოსაზრებაა".

 "უწყებაში" ამბობენ, რომ ისინი ასრულებენ „დავალებებს რუსეთის ფედერაციასთან სამხედრო სფეროში ადრე დადებული ხელშეკრულებებისა და შეთანხმებების შესაბამისად“.

დღეს სოხუმის რეჟიმმა  ე.წ. უშიშროების საბჭო სხდომას გამართა, სადაც, მარიონეტმა ბჟანიამ მოისმინა ე.წ. შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის უფროსის, "თავდაცვის მინისტრის პირველი მოადგილის", ვასილი ლუნევის მოხსენება შეიარაღებული ძალების სამობილიზაციო მდგომარეობის შესახებ დაძაბულ ვითარებაში.

ბჟანიამ უახლოეს მომავალში, "სამხედრო ნაწილების" მონახულება დააანონსა და "სახელმწიფო ორგანოებს" შესაბამისი დავალება გასცა.
 

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი